LIVE

ჩინეთი ბაიდენს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევს

02 თებ 202111:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 330
ჩინეთი ბაიდენს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევს
Al Drago/Bloomberg

ჩინეთის მთავარი დიპლომატი აშშ-ს აფრთხილებს, რომ შიდა საქმეებში ჩარევა ის „წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება“.

“ბოლო წლების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციის არასწორმა პოლიტიკამ ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ურთულესი პერიოდი მოიტანა. გვჯერა, რომ მშვიდობა და განვითარება კვლავ ჩვენი დროის უპირატესი ტენდენციაა და რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ყველა ხალხის საერთო მისწრაფებად რჩება“ - განაცხადა საკუთარ ვიდეო მიმართვაში ჩინეთის ყოფილმა ელჩმა აშშ-ში, იანგ ჯიჩმა, რომელიც ახლა ჩინეთის საგარეო ურთიერთობების ზედამხედველია.

იანგი ამბობს, რომ ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს ჩარევა იმ საკითხებში, რასაც პეკინი მის შიდა საქმეებად განიხილავს - ჰონგ კონგი, ტიბეტი და სინძიანი. „ნებისმიერი ჩარევა ძირს უთხრის ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობებს და თავად აშშ-ს ინტერესებს“, ამბობს იანგი.

აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი კი აპირებს, განაგრძოს ჩინეთზე ზეწოლა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო. ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე დღეში სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურა ვაშინგტონის „მტკიცე“ ვალდებულება ტაივანის მიმართ და მოუწოდა პეკინს „შეწყვიტოს სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთის პოლიტიკა სინძიანის რეგიონში გენოციდად უნდა შეფასდეს, ხოლო ბაიდენის სავაჭრო ურთიერთობების მდივანი ჯინა რაიმონდო მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა უნდა გადადგას „აგრესიული ნაბიჯები“ ჩინეთის „უსამართლო“ პრაქტიკასთან საბრძოლველად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია