LIVE

ინტერნეტ და მობაილბანკით „სილქნეტის“ სერვისებზე გადახდისას საკომისიო წესდება - TBC

17 მაი 202219:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 1170
ინტერნეტ და მობაილბანკით „სილქნეტის“ სერვისებზე გადახდისას საკომისიო წესდება - TBC

15 ივნისიდან „თიბისის“ ინტერნეტ და მობაილბანკით „სილქნეტის“ სერვისების საფასურის გადახდისას მომხმარებლებს საკომისიოს გადახდა მოუწევთ.  

„თიბისის“ მიერ მომხმარებლებისთვის დაგზავნილი შეტყობინების თანახმად, 50 თეთრიანი საკომისიო გააქტიურდა შემდეგ სერვისებზე გადახდისას: სილქ ინტერნეტი (ოპტიკურ-ბოჭკოვანი), სილქნეტი (პირადი ანგარიშით გადახდა), სილქ TV (ტელევიზია), სილქნეტის სახლის/უკაბელო ტელ/DSL, სილქნეტ-მარტივი, Silkup (VOIP), სილქნეტის 4G LTE სახლისთვის, სილქსატი (Silkneti) და დილერთა ანგარიშის შევსება (Silkneti).

„თიბისიში“ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, რომ მხარეებს შორის პირობები გადაიხედა. შესაბამისად, მომხმარებელი სტანდარტული საკომისიო ტარიფით ისარგებლებს.