LIVE

საქართველოს ბანკი ახალ კამპანიას - „Made in Georgia“-ს იწყებს

17 მაი 202212:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 951
საქართველოს ბანკი ახალ კამპანიას - „Made in Georgia“-ს იწყებს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ახალ, მასშტაბურ კამპანიას იწყებს. „Made in Georgia“ ქართული კომპანიების მხარდაჭერასა და მეტი შესაძლებლობის გაზიარებას ისახავს მიზნად.

BOG-ის ინფორმაციით, კამპანიაში ჩართული ბიზნესები შეძლებენ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. აღნიშნული შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებასა და საქართველოში შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას.

საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ „Made in Georgia“-ს ფარგლებში შეიქმნა მთავარი იდეის მატარებელი სტიკერების სპეციალური ნაკრები. კომპანიებს შეუძლიათ, გადმოწერონ და აირჩიონ სასურველი სტიკერი, რომელიც მიანიშნებს, რომ პროდუქტი დამზადებულია საქართველოში. „Made in Georgia“-ს ყველა შეთავაზების ნახვაც აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მუდმივად ვქმნით პროდუქტებს თუ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ზრდასა და განვითარებას. ჩვენ გვჯერა ქართული ბიზნესის წარმატების. ახალი კამპანიით - „Made in Georgia“, მიზნად ვისახავთ გავზარდოთ ცნობადობა ქართული კომპანიებისა და მათი პროდუქციის მიმართ; წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში; მივცეთ მოტივაცია დამწყებ ბიზნესებს, ისინი დავარწმუნოთ, რომ ქართული კომპანიებისთვის და საქართველოში დამზადებული პროდუქტებისთვის წარმატების მიღწევა შესაძლებელია, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

ინფორმაციისთვის, კამპანიაში ჩასართავად, დაინტერესებულ ბიზნესს უნდა ჰქონდეს საქართველოს ბანკის ბიზნესანგარიში. ამავდროულად, საჭიროა, რომ პროდუქტს ან სერვისს ასაქართველოში აწარმოებდეს. კამპანიაში ჩართვის მსურველმა ასევე უნდა გამოიყენოს „Made in Georgia“-ს ფარგლებში შექმნილი სპეციალური სტიკერები საკუთარი ბიზნესის სოციალურ ქსელებში.

(R)