LIVE

ესპრესო ჯანმრთელობის რისკებს ატარებს, რაც ხსნად ყავაში არ ფიქსირდება - კვლევა

15 მაი 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 951
ესპრესო ჯანმრთელობის რისკებს ატარებს, რაც ხსნად ყავაში არ ფიქსირდება - კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, მამაკაცებს, რომლებიც ესპრესოს სვამენ შესაძლოა უფრო მაღალი ქოლესტერინის დონე ჰქონდეთ, ვიდრე ქალებს.

კვლევებმა ყავაში ბუნებრივი ქიმიკატები ქოლესტერინის მაღალ დონესთან დააკავშირა, რომელიც გულის შეტევასა და სხვა პრობლემებს იწვევს.

ახალმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Open Heart-ში გამოქვეყნდა, 40 წელს გადაცილებული 21,000-ზე მეტი ადამიანის ინფორმაცია გაანალიზა.

ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ყავასა და ქოლესტერინს შორის კავშირი მოხარშვის მეთოდის მიხედვით იცვლება. 

კვლევის მიხედვით, ყავის მოყვარულებს, რომლებიც დღეში 3-დან 5 ესპრესოს სვამდნენ სისხლში ქოლესტერინის უფრო მაღალი დონე აღენიშნათ ვიდე მათ, ვინც ესპრესოს არ სვამდნენ. ამ რაოდენობის ესპრესოს მიმღებ კაცებს უფრო მაღალი კონცენტრაცია აღენიშნებოდათ, ვიდრე ქალებს.

ასევე, დღეში 6 ან მეტი ფინჯანი მოხარშული ყავის მიმღებ ადამიანებს გაზრდილი ქოლესტერინის დონე დაუფიქსირდათ მათთან შედარებით, ვინც ამ ტიპის ყავის ამ რაოდენობას არ იღებდა.

რაც შეეხება გაფილტრულ ყავას, ექვსი ან მეტი ფინჯნის მიღების შემთხვევაში ქალებს გაზრდილი ქოლესტერინის რისკი დაუფიქსირდათ, მაგრამ არა კაცებს.

მკვლევრებმა ხსნად ყავასა და ქოლესტერინის დონეს შორის კავშირი ვერ დაადგინეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია