
კრიპტო გულშემატკივრებს, რომლებიც ბიტკოინის ფასის ვარდნის შეჩერებას ელიან, შესაძლოა, მოთმინება დასჭირდეთ.
2014 წლიდან მოყოლებული უმსხვილესი კრიპტოვალუტის ყველა მნიშვნელოვანმა ვარდნამ 200-კვირიან მოძრავ საშუალო მაჩვენებელს მიაღწია. ეს დაახლოებით $20,000-ს უდრის, ანუ ბიტკოინის ამჟამინდელ ფასზე 35%-ით ნაკლებს. უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ 2022 წელს დაახლოებით ამდენივე პროცენტიანი ვარდნა უკვე განიცადა.
ბიტკოინის ფასი 2022 წელს ჯამში დაახლოებით 27%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტების ფასის ვარდნა გლობალურ ბაზრებზე რისკის შემცველი აქტივების მიმართ ინვესტორთა ინტერესის კლებას უკავშირდება.
მონეტამ ნოემბრის რეკორდული ფასიდან, რომელიც დაახლოებით $69 000-ს შეადგენდა, 55%-იანი ვარდნა განიცადა და სამშაბათს $29,764-მდე დაეცა.
Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, აქციების ბაზრის მიმართ სენტიმენტის შესუსტება ბიტკოინს კიდევ უფრო მეტად შემცირების რისკის წინაშე დააყენებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აკშაი ჩინჩახლარი