LIVE

ბიტკოინის ფასი $30,000-ზე დაბლა დაეცა

10 მაი 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 862
ბიტკოინის ფასი $30,000-ზე დაბლა დაეცა

2021 წლის ივლისის შემდეგ პირველად ბიტკოინის ფასი დღევანდელ ვაჭრობაში $30,000-ზე დაბლა დაეცა. ნოემბრის რეკორდული ფასიდან კრიპტოვალუტამ 55%-იანი ვარდნა განიცადა, რაც რისკის შემცველი ინვესტიციების მიმართ ინტერესის კლების ფონზე მოხდა.

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 3.9%-ით, $29,764-მდე დაეცა. ეს მანამდე, სანამ მონეტამ აზიურ ვაჭრობაში გარკვეული დანაკარგები აღიდგინა და სინგაპურში დილის 11:28 საათისთვის ფასმა $30,850 შეადგინა. ეთერიუმმა, მეორე უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ, მცირე ზრდა განიცადა. სხვა ვალუტები, როგორიცაა Solana და Avalanche ასევე წითელ ზონაში რჩებიან.

კრიპტოვალუტების ფასების ვარდნა ემთხვევა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რისი მიზანიც მზარდი ინფლაციის შეკავებაა. ის ზღუდავს ლიკვიდურობას და ინვესტორებს სპეკულაციურ აქტივებზე უარის თქმისკენ უბიძგებს.

მაიკლ ნოვოგრაცი, კრიპტოვალუტის მილიარდერი ინვესტორი, რომელიც Galaxy Digital Holdings-ს ხელმძღვანელობს აცხადებს, რომ სიტუაციის გაუარესებას ელის.

ბიტკოინის ვარდნა მას 2022 წლის ვაჭრობის დიაპაზონიდან ამოვარდნის საფრთხის წინაშე აყენებს. ტენდენცია მოქმედებს კრიპტოვალუტის ბოლო კურსის საწინააღმდეგოდ, რომელმაც მისი ფასი ნოემბერში რეკორდულ $69,000-მდე გაზარდა.

Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, აქციების ბაზრის მიმართ სენტიმენტის შესუსტება ბიტკოინს კიდევ უფრო მეტად შემცირების რისკის წინაშე დააყენებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტა შუხლა