LIVE

უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი ნაწილობრივ შეაჩერა

11 მაი 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1028
უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი ნაწილობრივ შეაჩერა

ომი პირველად აისახა უკრაინის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. უკრაინული გაზსადენის ოპერატორი აჩერებს ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებას ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე მილსადენის გავლით.

განცხადების თანახმად, მიწოდება ნოვოფსკოვსკის ჰაბით მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 11 მაისიდან შეწყდა. ჰაბი მართავს რუსული გაზის დაახლოებით მესამედს, რომელიც უკრაინის გავლით დასავლეთ ევროპას მიეწოდება. 

ოპერატორის თქმით, ნაკადი ჩერდება “საოკუპაციო ძალების” მიერ გაზის აშკარა ამოტუმბვის გამო. 

რუსეთს შეუძლია ტვირთების გადამისამართება სუჯასკენ, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, უკრაინის მიერ კონტროლირებად მთავარ სატრანსპორტო კვანძში, მაგრამ Gazprom-ის სპიკერმა, სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რომ ეს “ტექნიკურად შეუძლებელია”.

მიწოდების შეფერხების გამო ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია