LIVE

შვედეთი - ნატოში გაწევრიანების პროცესში აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიები მივიღეთ

05 მაი 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 780
შვედეთი - ნატოში გაწევრიანების პროცესში აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიები მივიღეთ

შვედეთმა მიიღო უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატებისგან იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ნატოს 30 ქვეყანა განიხილავს წევრობის პოტენციურ განაცხადს. განცხადება ვაშინგტონში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, რაც გაზრდის სტაბილურობას ბალტიისა და არქტიკის რეგიონებში.

შვედეთი და მეზობელი ფინეთი არ შეუერთდნენ ნატოს ცივი ომის დროს, მაგრამ რუსეთის მიერ 2014 წლის ყირიმის ანექსიამ და ახლა უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ, აიძულა ქვეყნები, გადაეხედათ უსაფრთხოების პოლიტიკა და ნატოში გაწევრიანება სულ უფრო სავარაუდო ხდება.

“რა თქმა უნდა, დეტალებში არ შევალ, ახლა გვაქვს ამერიკული გარანტია. თუმცა, ეს არ არის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, რომელთა მიღება მხოლოდ ნატოს სრულუფლებიანი წევრობის შემთხვევაში შეგიძლიათ”, - განაცხადა ლინდემ ამერიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ. 

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს პოლიტიკის მიმართ ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ არ უხსენებია უსაფრთხოების გარანტიები.

შვედეთი შიშობს, რომ გაწევრიანების ოფიციალურმა განაცხადმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის საპასუხო ნაბიჯები, მათ შორის კიბერშეტევები და ჰიბრიდული ზომები, როგორიცაა პროპაგანდისტული კამპანიები. 

კრემლი იმუქრება, რომ განათავებს ბირთვულ იარაღსა და ჰიპერბგერით რაკეტებს კალინინგრადში, თუ შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრები გახდებიან.

შეერთებული შტატების შემდეგ ლინდე უსაფრთხოების საკითხების განსახილველად კანადაში გაემგზავრება.