LIVE

რუსეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების სურვილს ბირთვული მუქარით პასუხობს

14 აპრ 202213:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1289
რუსეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების სურვილს ბირთვული მუქარით პასუხობს
Mikael Sjoberg/Bloomberg

თუ ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანდებიან, რუსეთი ბალტიის ზღვის რეგიონში ბირთვულ იარაღს განალაგებს.

“ამ შემთხვევაში, შეუძლებელია საუბარი ბალტიის ქვეყნების არაბირთვულ სტატუსზე”, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ყოფილი პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ რუსეთმა შესაძლოა რეგიონში განათავსოს ისკანდერის რაკეტები, ჰიპერბგერითი იარაღი და ბირთვული შეიარაღების გემები.

მედვედევი იმედოვნებს, რომ “საღი აზრი” გაიმარჯვებს და ქვეყნები გადაწყვეტენ, არ შეუერთდნენ ალიანსს, მაგრამ თუ ამას გააკეთებენ, ალიანსთან რუსეთის სახმელეთო საზღვრის სიგრძე ორჯერ გაიზრდება.

“ამ შემთხვევაში, დაგვჭირდება სერიოზულად გავაძლიეროთ სახმელეთო და საზენიტო ძალები და განვათავსოთ მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურის აუზში”,- განაცხადა მედვედევმა.

ფინეთმა და შვედეთმა მიმდინარე კვირაში განაცხადეს, რომ გაააქტიურებენ ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

მედვედევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოპერაციის მთავარი მიზანი უკრაინის დასავლური ალიანსისგან დაშორება იყო, ვითარებას ფინეთთან და შვედეთთან სხვანაირად ხედავს.

“ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული დავა ამ ქვეყნებთან, როგორც უკრაინასთან. ამ მიზეზით, მათი წევრობის ფასი ჩვენთვის განსხვავებულია”,- ამბობს მედვედევი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია