LIVE

BP-მ რუსეთიდან გასვლით გამოწვეული დანაკარგი ნაწილობრივ აინაზღაურა

05 მაი 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
BP-მ რუსეთიდან გასვლით გამოწვეული დანაკარგი ნაწილობრივ აინაზღაურა

BP-მ საკუთარი აქციების გამოსყიდვა $2.5 მილიარდით გაზარდა, რამაც ნაწილობრივ დააკომპენსირა $25.5 მილიარდიანი დანაკარგი, რომელიც რუსეთიდან გასვლას უკავშირდება.

კომპანიამ პირველი კვარტლის პოზიტიური შედეგების შემდეგ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. 

BP-ის პირველ კვარტლის მოგებამ $6,25 მილიარდი შეადგინა, რაც ორჯერ აჭარბებს წინა წლის შედეგს და ასევე ანალიტიკოსების მოლოდინს, რომელიც $4,43 მილიარდი იყო. თუმცა, მაჩვენებელი არ ითვალისწინებს კომპანიის $29.29 მილიარდიან დანაკარგს, რომელიც რუსულ Rosneft-ში 20%-იანი წილის მოშორებას უკავშირდება.

ლონდონში დაფუძნებულმა BP-მ ხაზი გაუსვა საკუთარ ვალდებულებას, დაეხმაროს გაერთიანებულ სამეფოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში. კომპანიამ 2030 წლის ბოლოსთვის 18 მილიარდი ფუნტის ინვესტიციების დაპირება გასცა. მიუხედავად ამისა, BP-მ წლიური კაპიტალური ხარჯების მკაცრი ბიუჯეტი შეინარჩუნა, რომელიც $14-დან $15 მილიარდამდე მერყეობს და პირველ კვარტალში $2,9 მილიარდი დახარჯა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლორა ჰარსტი