
პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის უფროსი მინისტრის თქმით, უნგრეთი ნებისმიერ ევროპულ წინადადებას, რომელიც რუსეთიდან ენერგიის იმპორტის შეზღუდვას გამოიწვევს, ვეტოს დაადებს.
”ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ენერგეტიკის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს მხარს არასდროს დავუჭერთ",- განაცხადა კაბინეტის მინისტრმა გერგელი გულიასმა.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი რუსული ნავთობის აკრძალვას მიმდინარე წლის ბოლოსთვის აპირებს, ხოლო მანამდე ბლოკი იმპორტზე შეზღუდვებს ეტაპობრივად წარადგენს.
უნგრეთი, რომელიც დიდწილად რუსულ ენერგიაზეა დამოკიდებული, სანქციების ყველაზე ხმამაღალი მოწინააღმდეგეა.
ორბანის მთავრობა დათანხმდა რუსეთს, რომ გაზისთვის რუბლებში გადაუხადოს, რაც ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას გამოცდის წინაშე აყენებს. რუსეთმა ოთხშაბათს პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის მიწოდება შეწყვიტა, რაც ასევე რუბლში გადაუხდელობას უკავშირდებოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზოლტან სიმონი