LIVE

ჩინეთი რუსეთთან ურთიერთობას "ახალ მოდელს" უწოდებს

29 აპრ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1506
ჩინეთი რუსეთთან ურთიერთობას "ახალ მოდელს" უწოდებს

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჩინეთი რუსეთის მხარდაჭერას აძლიერებს, რითაც აშშ-სა და სხვა ქვეყნებს უპირისპირდება. 

"ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების წარმატების მიზეზი ის არის, რომ ორი მხარე ცივი ომის ეპოქის სამხედრო და პოლიტიკური ალიანსის მოდელზე მაღლა დგას", - ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ჟაო ლიჯიანი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა აიღეს ვალდებულება, შეიმუშაონ ახალი საერთაშორისო ურთიერთობების მოდელი, რომელიც არ გამოიწვევს კონფრონტაციებს და მიზანში სხვა ქვეყნებს არ ამოიღებს. მისი თქმით, ისინი ამით განსხვავდებიან გარკვეული ქვეყნების მიერ გამოვლენილი "ცივი ომის მენტალიტეტისაგან".

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გასულ თვეს, რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილა. ჩინეთის ლიდერმა თქვა, რომ მის ქვეყანას ომი არ სურს. 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი რუსეთს მხარს უჭერს, ან სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, დასავლეთი შეშფოთებულია ჩინეთის მიერ რუსული შეთქმულების თეორიების გამეორებით, როგორიცაა ცრუ განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინაში იარაღის ბიოლაბორატორიების ქსელს მართავს.

პეკინმა ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს მეგობრობას "საზღვრების გარეშე". ამის შესახებ სიმ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის თებერვალში პეკინში ზამთრის ოლიმპიადის წინ განაცხადეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია