LIVE

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად მიიღო

28 აპრ 202219:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 639
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად მიიღო

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა. ის მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, რომელმაც კრიპტოვალუტა კანონიერ გადახდის საშუალებად მიიღო. ნაბიჯის მიზანი ინვესტორების მოზიდვაა.

ქვეყანა სალვადორის მაგალითს მიჰყვება, რომელმაც ბიტკოინი კანონიერ გადახდის საშუალებად გასული წლის სექტემბერში მიიღო.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რომელსაც ოქროსა და ბრილიანტის რეზერვები აქვს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. წლების განმავლობაში გაგრძელებულმა კონფლიქტმა და პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელმაც ქვეყანა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოიცვა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან მისი ურთიერთობები დააზიანა. საბოლოოდ, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭირო დახმარება შეფერხდა, ხოლო ზოგიერთმა პარტნიორმა საბიუჯეტო მხარდაჭერა შეაჩერა.

მონაცემთა ონლაინ პორტალ DataReportal-ის თანახმად, ინტერნეტის შეღწევადობა ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, დაახლოებით 11%-ია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატარინა ჰოჯი