LIVE

მედვედევი: მასკის პირობებში Twitter-ი არ გახდება “დემოკრატიული”

26 აპრ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
მედვედევი: მასკის პირობებში Twitter-ი არ გახდება “დემოკრატიული”
AFP

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენით სოციალური მედიის პლატფორმა დემოკრატიული არ გახდება. 

“სოციალური ქსელების გადაყიდვა გიგანტური ფულის სანაცვლოდ, როდესაც ერთი მფლობელი მეორით იცვლება, არაფერს შეცვლის. არანაირი სასწაულებრივი ტრანსფორმაცია არ მოხდება Twitter-ზე. ის აღარ გახდება დემოკრატიული, მით უმეტეს სამართლიანი. თუ, რა თქმა უნდა, ის არ დატოვებს ამერიკულ იურისდიქციას”,- აცხადებს მედვედევი.

მედვედევის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ სოციალური ქსელების წესებს განსაზღვრავს არა მხოლოდ მესაკუთრეების, არამედ იმ ქვეყნის განწყობა, სადაც დარეგისტრირებულნი არიან.

ილონ მასკი Twitter-ის $44 მილიარდად ყიდულობს. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგებაა, რომელიც 16 წლის სოციალურ ქსელს კერძო კომპანიად აქცევს. პლატფორმა ბოლო დროს საჯარო დისკურსის ცენტრი გახდა და სიტყვის თავისუფლების შესახებ დებატები გამოიწვია. განცხადების თანახმად, ინვესტორები Twitter-ის თითოეული აქციისთვის $54,20-ს მიიღებენ.