LIVE

რუსულმა ბიზნეს ლობიმ კორპორატიული დეფოლტის ასარიდებლად გეგმა წარადგინა

19 აპრ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 775
რუსულმა ბიზნეს ლობიმ კორპორატიული დეფოლტის ასარიდებლად გეგმა წარადგინა

რუსეთის მსხვილი ბიზნესის ლობიმ დეფოლტის თავიდან ასარიდებლად მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს ობლიგაციების გადახდის გეგმა შესთავაზა. სანქციების და დეფოლტის საშიშროების ფონზე, ქვეყნის ზოგიერთ მსხვილ კორპორაციას ინვესტორებისგან დაფინანსების მისაღებად ბრძოლა უწევს.

მსხვილმა კომპანიებმა, მათ შორის ფოლადის მწარმოებელმა Severstal-მა და რუსეთის რკინიგზამ, ბონდებზე გადახდები მას შემდეგ გამოტოვეს, რაც საერთაშორისო ბანკებმა სანქციების დარღვევის შიშის გამო ისინი არ მიიღეს.

ჯვარედინი დეფოლტებისა და უცხოური აქტივების გაყინვის თავიდან ასაცილებლად მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირის შეთავაზება გადახდის აგენტის გამოყენებასა და ობლიგაციების ადგილობრივ რეგისტრაციას გულისხმობს. გეგმის მიხედვით, დავალება მოსკოვში დაფუძნებულ ეროვნული ანგარიშსწორების დეპოზიტარს ობლიგაციების მფლობელთა ხმის მიცემის გზით გადაეცემა. კავშირმა შეთავაზების შესახებ წერილები რუსეთის ბანკის გუბერნატორს ელვირა ნაბიულინასა და პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს გაუგზავნა.

გეგმის მიზანია ბიზნესებმა თავიდან აიცილონ უცხოელი კრედიტორების მიერ დეფოლტის დადგომის გამოცხადება ან კომპანიის უცხოური აქტივების გაყინვა იმ მიზეზით, რომ გადახდები გადადებულია.

არარეზიდენტებს ასევე შეეძლებათ ობლიგაციებზე გადახდების მიღება სპეციალურ უცხოური ვალუტის ანგარიშებზე.

ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მთავრობა ან ცენტრალური ბანკი ლობის წინადადებას. მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ წერილი მიღებულია და განხილვის პროცესშია.

დიმიტრი დოროფეევმა, Alfa-Capital Management Company-ის პორტფელის მენეჯერმა მოსკოვში, განაცხადა, რომ ობლიგაციების მფლობელთა ხმის მიცემით ვალის პირობების შეცვლის თვალსაზრისით, თითოეული შემთხვევა უნიკალური იქნება, რადგან ყველა ობლიგაციას განსხვავებული პირობები აქვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია