LIVE

უკრაინაში მედვედჩუკის სახლები და მანქანები დააყადაღეს

14 აპრ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 723
უკრაინაში მედვედჩუკის სახლები და მანქანები დააყადაღეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის სასამართლომ პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი ცოლის, ოქსანა მარჩენკოს მოძრავი და უძრავი ქონება, ჯამში 154 ობიექტი დააყადაღა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ავრცელებს

დაყადაღებულ ქონებას შორის არის 26 ავტომობილი, მიწის 30 ნაკვეთი, 23 სახლი, 32 ბინა, 17 ავტოსადგომი და იახტა, ასევე, საწესდებო კაპიტალის წილები 25 კომპანიაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ივან ბაკანოვის განაცხადებით, მედვედჩუკს სურდა, ფარულად გადასულიყო თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში, მაგრამ უკრაინის სპეცსამსახურებმა მას ეს გეგმა ჩაუშალეს.

12 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიქტორ მედვედჩუკი, პუტინის მომხრე მილიონერი პოლიტიკოსი დააკავეს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში შინაპატიმრობიდან გაიქცა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლებას მედვედჩუკის დატყვევებულ უკრაინელ ჯარისკაცებში გაცვლა შესთავაზა.

მედვედჩუკის სახელი თითქმის არ იციან რეგიონის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ხანგრძლივმა გავლენამ უკრაინისა და რუსეთის პოლიტიკაზე, ის აქცია მიმდინარე კონფლიქტის მთავარ მოთამაშედ და ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო წრის იშვიათ წევრად.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, მედვედჩუკმა გამოიყენა ახლო ურთიერთობა პუტინთან, რომელიც მედვედჩუკის უმცროსი ქალიშვილის ნათლიაა, რათა გამხდარიყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი პოლიტიკოსი კულისებს მიღმა, $620 მილიონიანი ქონებით.