LIVE

ვინ არის პრორუსი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში დააკავეს

13 აპრ 202216:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1161
ვინ არის პრორუსი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში დააკავეს

12 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიქტორ მედვედჩუკი, პუტინის მომხრე მილიონერი პოლიტიკოსი დააკავეს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში შინაპატიმრობიდან გაიქცა.

მედვედჩუკის სახელი თითქმის არ იციან რეგიონის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ხანგრძლივმა გავლენამ უკრაინისა და რუსეთის პოლიტიკაზე, ის აქცია მიმდინარე კონფლიქტის მთავარ მოთამაშედ და ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო წრის იშვიათ წევრად.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, მედვედჩუკმა გამოიყენა ახლო ურთიერთობა პუტინთან, რომელიც მედვედჩუკის უმცროსი ქალიშვილის ნათლიაა, რათა გამხდარიყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი პოლიტიკოსი კულისებს მიღმა, $620 მილიონიანი ქონებით. 

მეტსახელად “რუხმა ემინენტმა” უკრაინის პოლიტიკურ სისტემაში მისი შეუდარებელი ძალისა და შეუმჩნეველი ქცევის გამო, ბოლო წლებში კრიტიკოსებისგან ახალი სახელი მოიპოვა: სიბნელის პრინცი.

ახლო ურთიერთობა პუტინთან

პუტინისა და მედვედჩუკის ხანგრძლივი მეგობრობა სათავეს იღებს 2003 წლიდან, როდესაც ისინი ერთმანეთს ალექსანდრე ვოლოშინმა, მაშინდელი კრემლის შტაბის უფროსმა გააცნო. “პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენ ერთი ერი ვართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არა ერთი, არამედ  ორი სლავური ერი ვართ, გადახლართული ისტორიებით, რელიგიით”,- ამბობს მედვედჩუკი.

პუტინი ხშირად და უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ უკრაინა არ არის სუვერენული სახელმწიფო, არამედ რუსეთის ისტორიული და კულტურული ნაწილია. ექსპერტები ამბობენ, რომ პუტინის აკვიატება უკრაინელების დამორჩილებით იყო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილები მიღების ერთ-ერთი მიზეზი.

ამ საკითხზე უთანხმოებამ ხელი არ შეუშალა პუტინისა და მედვედჩუკის დაახლოებას. The Washington Post-ის ცნობით, მედვედჩუკი ეწვია პუტინის სახლებს მოსკოვსა და სოჭში და შეუერთდა რუსეთის პრეზიდენტს ფორმულა 1-ის რბოლებისა და საბრძოლო სამბოს ტურნირების საყურებლად.

who Viktor Medvedchuk is

როგორც რუსი ჟურნალისტი მიხაილ ზიგარი თავის წიგნში წერს, პუტინი თვლის, რომ უკრაინასთან დაკავშირებული არც ერთი საკითხი მედვედჩუკის გარეშე ვერ გადაწყდება.

მედვედჩუკმა, თავის მხრივ, განუცხადა Independent-ს, რომ “ცოდვა” იქნება, არ გამოიყენოს პუტინთან ახლო ურთიერთობა უკრაინის პოლიტიკურ გარიგებებში, აზროვნება, რომელიც დაეხმარა მედვედჩუკის გავლენისა და ავტორიტეტის გაძლიერებას როგორც რუსულ, ისე უკრაინულ პოლიტიკაში.

აუცილებელი ემისარი

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, აშშ-ის მთავრობამ დაუწესა სანქციები მედვედჩუკს, დაადანაშაულა უკრაინაში კონფლიქტის ხელშეწყობაში და დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების ძირის გამოთხრაში.

2016 წელს რადიო “თავისუფალ ევროპასთან” ინტერვიუში მედვედჩუკმა თქვა, რომ ყირიმი ლეგალურად არის უკრაინის ნაწილი, მაგრამ “დე-ფაქტო, სამწუხაროდ, რუსეთის საკუთრებაა”. პოლიტიკოსი მიიჩნევს, ტერიტორიის უკრაინისთვის დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. მედვედჩუკის თქმით, უკრაინის მთავრობა ხალხს იმდენად დაშორდა, რომ მოსახლეობა რუსეთის კონტროლს დათანხმდა.

როდესაც ანექსიის შემდეგ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების გამო აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობა გაიზარდა, მედვედჩუკი თავს აუცილებელ ემისარს უწოდებდა უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის, ავრცელებდა შეტყობინებებს ორ ქვეყანას შორის და ეხმარებოდა პატიმრების შესახებ მოლაპარაკებებში, იუწყება The Post.

მედვედჩუკი არ ერიდება თავისი პოლიტიკური მნიშვნელობის რეკლამირებას და Independent-ს განუცხადა, რომ დაკავებულია პატიმრებზე მოლაპარაკებებით, რადგან სურს, რომ “ხალხი იყოს სახლში ოჯახებთან ერთად”.

“მე ვარ ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. სხვებმა სცადეს და ვერ შეძლეს”, - თქვა მან 2018 წელს. 

კრემლის მომხრე პოლიტიკური პარტიის ლიდერი

2018 წლის ნოემბერში მედვედჩუკმა ხაზი გაუსვა თავის როლს, როგორც განსაკუთრებულად გავლენიან შუამავალს უკრაინასა და რუსეთს შორის, რათა აერჩიათ უკრაინული პოლიტიკური პარტია “სიცოცხლის” თავმჯდომარედ, რომელიც მოგვიანებით გაერთიანდება ოპოზიციურ პლატფორმასთან - პოლიტიკური პლატფორმა “სიცოცხლისთვის”.

მედვედჩუკი უარყოფს პრეტენზიას, რომ პარტია არის პრორუსული, მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს უჭერს მჭიდრო კავშირებს მოსკოვთან და ხშირად ეხმიანება კრემლის პროპაგანდას.

who Viktor Medvedchuk is

როგორც Insider-ი იტყობინება, მედვედჩუკი განიხილებოდა, როგორც რუსეთის საუკეთესო არჩევანი, რათა შეცვალოს ზელენსკი, როგორც კრემლის მარიონეტული ლიდერი უკრაინაში შეჭრის შემდგომ. რუსეთს რომ აეღო კიევი, ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ახალ ლიდერად მედვედჩუკი დაინიშნებოდა. მაგრამ მისი, როგორც  უკრაინულ-რუსული შუამავლის როლი დასრულდა 2019 წელს, როდესაც ზელენსკი გახდა პრეზიდენტი.

2021 წლის თებერვალში, მედვედჩუკის აქტივები გაიყინა, როდესაც ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც პოლიტიკოსი დაადანაშაულა რუსეთში დაფუძნებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან სეპარატისტების დაფინანსებაში.

სამი თვის შემდეგ პროკურორებმა მედვედჩუკი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. კრემლმა დაგმო ეს ნაბიჯი და დაკავებას “კუდიანებზე ნადირობა” უწოდა.

გაქცევა და დაპატიმრება

უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან რამდენიმე დღეში, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

ადვოკატმა Reuters-ს განუცხადა, რომ პოლიტიკოსი იძულებული გახდა გაქცეულიყო ნაციონალისტური ჯგუფების მუქარის გამო.

12 აპრილს ვოლიდიმირ ზელენსკიმ ხელებზე ბორკილებდადებული მედვედჩუკის ფოტო გამოაქვეყნა. უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ.

“შეიძლება იყო პრორუსული პოლიტიკოსი და წლების განმავლობაში იმუშაო აგრესორ სახელმწიფოში. შესაძლოა, ცოტა ხნით მართლმსაჯულებასაც გაექცე. შენიღბვისთვის შეიძლება უკრაინული სამხედრო ფორმაც კი ჩაიცვათ, მაგრამ ეს დაგეხმარებათ სასჯელის თავიდან აცილებაში? არავითარ შემთხვევაში! ბორკილები გელით, ისევე როგორც უკრაინის თქვენნაირ მოღალატეებს”, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მარტში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის, ისევე როგორც რუსეთთან დაკავშირებული სხვა მცირე პოლიტიკური პარტიები, უკრაინაში საქმიანობას ვეღარ შეძლებენ.