LIVE

საქართველოს რუსეთზე გამავალი 18 მლნ ტონა ტვირთის ათვისება შეუძლია

13 აპრ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 849

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეუძლია რუსეთის სატრანსპორტო დერეფნებში მოძრავი ტვირთები საკუთარ მარშრუტზე გადმოამისამართოს, რაც ქვეყანას 18 მლნ ტონა ტვირთბრუნვას შემატებს. კვლევის მიხედვით, დღეს არსებული ინფრასტრუქტურით საქართველოს დამატებით მხოლოდ 12 ტონამდე ტვირთის მიღება შეუძლია, რაც მთლიანი მოთხოვნის მხოლოდ 60%-ია.

„როდესაც ხდება ტვირთნაკადის ხელახალი გააზრება და ახალი დერეფნებით მათი გადაზიდვის პერსპექტივები იქმნება, საქართველოს და მასზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს დიდი შესაძლებლობა აქვს. ჩვენი კვლევის შედეგად გამოიკვეთა 10 სატრანსპორტო ნაკადი, რომელიც აქამდე არ ფიქსირდებოდა და დაახლოებით 14-დან 18 მლნ ტონამდე ტვირთი არის მოსალოდნელი“,- აცხადებს, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად საჭიროა მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობა. მათ შორის, უნდა განახლდეს მივიწყებული ანაკლიის პორტის მშენებლობა და დაუსრულებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები.