LIVE

დიახ, რუსებმა იციან, რას აკეთებენ მათი შეიარაღებული ძალები უკრაინაში - მოსაზრება

15 აპრ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 743
დიახ, რუსებმა იციან, რას აკეთებენ მათი შეიარაღებული ძალები უკრაინაში - მოსაზრება
Fadel Senna/AFP via Getty Images

რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკე რუსეთში მყოფი ადამიანებისადმი ორ კითხვას აჩენს: იციან რას სჩადიან მათი თანამოქალაქეები უკრაინაში? და თუ ეს ასეა, მათთვის ეს მისაღებია? დიდი ალბათობით, პასუხია "დიახ".

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის სისასტიკეს რიგითი მოქალაქეების უცოდინარობაც ვერ გაამართლებს. როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში, სადაც ვერც ჰიტლერის სუიციდმა და ვერც მისი არმიის კაპიტულაციამ, მათი ბრალეულობა ვერ გააბათილა.

როდესაც მაშინდელმა "მშვიდობიანმა" გერმანელებმა განაცხადეს, რომ არაფერი სმენოდათ ნაცისტების შესახებ, ისინი მასობრივად წაიყვანეს სასიკვდილო ბანაკების სანახავად. ბევრი მათგანი გაოცებული და თავზარდაცემული დარჩა.

თუ პუტინის რუსეთი სამხედრო გზით არ დამარცხდება, ვიზებზე განაცხადის შეტანისას, საერთაშორისო პოზიციებზე გასაუბრებებისა და უკრაინელებთან ან დასავლელებთან ჩვეულებრივი საუბრის დროს შეკითხვა - იცოდნენ თუ არა რაიმე, გარდაუვალია.

საინტერესოა, ისინი იმავე გზით დაიცავენ თავს, როგორც გერმანელები? იტყვიან, რომ პუტინის რეჟიმმა ინფორმაციაზე წვდომის ყველა გზა გადაუჭრა, გარდა პროპაგანდისა და აიძულა ისინი დაეჯერებინა, რომ უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობა უკრაინის მსხვერპლი გახდა?

დარწმუნებული ვარ, ზოგი ასეც მოიქცევა და ამის გარკვეულ სამხილსაც კი გამოძებნის. როგორც ჩანს, პუტინის რეჟიმმა ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ რუსები ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს. დაძებნეთ რუსულ საძიებო სისტემა Yandex-ში რუსულადვე "ბუჩა", სადაც რუსულმა ჯარმა წარმოუდგენელი სისასტიკე ჩაიდინა და ამ ამბის კრემლისეულ ვერსიას მიიღებთ. 

მარტში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო რუსების 50%-თვის ტელევიზიაა, რომლის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 45%-მდე აღწევს. ეს მაჩვენებელი სწორიც რომ იყოს, გასათვალისწინებელია, რომ ტელევიზიის აუდიტორია არამდგრადია.

ახალგაზრდები ნაკლებად უყურებენ ტელევიზორს, ხოლო ზრდასრული რუსების მეოთხედი - ასევე სრულიად არ უყურებს ტელევიზორს, რადგან ძირითად ამბებს ინტერნეტით იგებენ. სწორედ ისინი იყენებენ VPN-საც ახალი ამბების დამოუკიდებელ წყაროებსა და ტელეგრამის გაუფილტრავ არხებზე წვდომისთვის. მათ ასევე იციან, რომ Google უკეთესი საძიებო სისტემაა, ვიდრე Yandex.

პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვიც კი აღიარებს, რომ VPN-ით სარგებლობს აკრძალულ დასავლურ სოციალურ ქსელებზე წვდომისთვის. 

რომც ვივარაუდოთ, მხოლოდ ტელევიზორის მაყურებელი, შედარებით ასაკოვანი, ტექნოლოგიების მიმართ გაუცხოებული მოსახლეობის არსებობა, ისინი იმ თანამოქალაქეებისგან იზოლირებულად მაინც ვერ იცხოვრებენ, ვისი ჰორიზონტიც არ არის მათსავით ვიწრო. ხნიერ რუსებს მაინც ესმით უკრაინაში მიმდინარე ეგზეკუციის შესახებ თავიანთი ახალგაზრდა მეგობრებისგან ან ახლობლებისგან - უნდათ ეს თუ არა.

კვლევის თანახმად, რიგითმა გერმანელებმა მართლაც არ იცოდნენ, თუ რას სჩადიოდნენ ნაცისტები. თუმცა იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი შეზღუდული საკომუნიკაციო და საინფორმაციო რესურსების მიუხედავად, როგორც არ უნდა ეცადათ, ნაცისტების დანაშაულს ვერაფერი ჩამორეცხავს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლეონიდ ბერშიდსკი