
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირს "ადრე თუ გვიან" დასჭირდება სანქციების დაწესება რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე, როგორიცაა ნავთობი და გაზი.
"ვფიქრობ, ადრე თუ გვიან საჭირო იქნება ზომების მიღება ნავთობსა და თუნდაც გაზზე",- განაცხადა შარლ მიშელმა დღეს ევროპის პარლამენტში გამოსვლისას.
We are toughening our sanctions to keep maximum pressure on the Kremlin.
The new package includes a ban on coal imports.
And I think that measures on oil, and even gas, will also be needed sooner or later. pic.twitter.com/bhc9NGu4as
მიშელმა მოუწოდა ევროპელ კანონმდებლებს, განიხილონ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მოსკოვის შემოსავლის მთავარ წყაროს შეეხება. მისი თქმით, რუსული ჯარების მიერ ომის დანაშაულების შესახებ ინფორმაცია არის კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინის ხალხის მიმართ რუსეთის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს.
ევროკავშირი განიხილავს სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვასაც ითვალისწინებს, რაც წელიწადში 4 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. ეს რუსეთის შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომისა და რუსული სამხედრო ძალების სისასტიკის გამო, ევროკავშირი, აშშ და მათი პარტნიორი ქვეყნები ცდილობენ რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ.
სხვა დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, სავარაუდოდ, დღეს რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებენ.