
Twitter-ი რედაქტირების ფუნქციაზე შიდა ტესტირებას მომდევნო თვეებში დაიწყებს. ამის შესახებ კომპანიამ გუშინ განაცხადა და დაამატა, რომ ეს მომხმარებლების მიერ "ყველაზე მოთხოვნადი" ღილაკია და მასზე მუშაობა ელონ მასკის გამოკითხვამდე, გასულ წელს დაიწყო.
now that everyone is asking…
yes, we’ve been working on an edit feature since last year!
no, we didn’t get the idea from a poll
we're kicking off testing within @TwitterBlue Labs in the coming months to learn what works, what doesn’t, and what’s possible.
სოციალური მედიის კომპანიამ ასევე გამოაქვეყნა ანიმაცია, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ იმუშავებს ახალი ფუნქცია.
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, რომელიც 9,1%-იანი წილით Twitter-ის უმსხვილესი აქციონერია, მიმდინარე კვირის დასაწყისში Twitter-ის საკუთარ გვერდზე მომხმარებლებს ჰკითხა, სურდათ თუ არა რედაქტირების ღილაკის დამატება. დაახლოებით 4,4 მილიონი რესპონდენტიდან 73.6%-მა ხმა ფუნქციის დამატებას მისცა.
Twitter-ის სამომხმარებლო პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელმა ჯეი სალივანმა თქვა, რომ კომპანია შეეცდება კარგად გაიაზროს ფუნქციის დამატების შესაძლო შედეგები, რადგან შეიძლება რედაქტირების საშუალება "ბოროტად იქნას გამოყენებული საჯარო საუბრის ჩანაწერის ცვლილებისთვის" გარკვეული ლიმიტებისა და ცვლილების გამჭვირვალობის გარეშე.
პოსტების რედაქტირების ფუნქცია დაშვებულია Facebook-ზე. დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებლებს პოსტის ცვლილების ნახვა შეუძლიათ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბელინდა კაო