LIVE

Vitol: ნავთობის ფასი რუსეთიდან ექსპორტის რისკებს არ ასახავს

03 აპრ 202218:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 881
Vitol: ნავთობის ფასი რუსეთიდან ექსპორტის რისკებს არ ასახავს
Bloomberg

ნედლი ნავთობით ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი მოვაჭრე აცხადებს, რომ ნავთობის ფასის ვარდნა არ ასახავს რუსეთიდან ექსპორტის შეფერხებების რისკს ან ჩინეთის უნარს, შეინარჩუნოს კორონავირუსული პანდემიის კონტროლი.

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ბოლოს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი $140-მდე გაიზარდა, გასულ კვირას ის 13%-ით დაეცა და დაახლოებით $104-მდე შემცირდა. ეს დაკავშირებული იყო აშშ-ს მიერ სტრატეგიული რეზერვების გამოშვების გამოცხადებასთან, რისი მიზანიც საწვავის ფასის შემცირებაა.

ამ მოვლენებმა დაჩრდილა მომავალი თვეების განმავლობაში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის შემცირების პოტენციალი.

Vitol-ის აზიის მიმართულების მმართველის მაიკ მიულერის თქმით, მესამე კვარტალში რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნაკადი დღეში შეიძლება 1-დან 3 მილიონ ბარელამდე შემცირდეს. ქვეყანა ყოველდღიურად დაახლოებით 7,5 მილიონი ბარელის ექსპორტს ახორციელებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პოლ ვოლასი