LIVE

IEA-ს ქვეყნები ნავთობის გამოშვების ზრდაზე შეთანხმდნენ

02 აპრ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 959
IEA-ს ქვეყნები ნავთობის გამოშვების ზრდაზე შეთანხმდნენ
Reuters

შეერთებული შტატების რამდენიმე მოკავშირე შეუერთდა ნავთობის მარაგების უპრეცედენტო შემცირების ინიციატივას, რათა შეამსუბუქონ ენერგორესურსებზე მზარდი ფასით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) წევრები შეთანხმდნენ, გაზარდონ ნავთობის რეზერვებიდან გამოშვება. განცხადება იაპონიის ვაჭრობის სამინისტროს საერთაშორისო საქმეთა განყოფილების დირექტორმა, ჰიდეჩიკა კოიზუმმა გააკეთა. დრო და მოცულობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ბაზარს მიაწვდის დღეში 1 მილიონ ბარელ ნავთობს ექვსი თვის განმავლობაში, რათა შეამსუბუქოს ბენზინის მზარდი ღირებულება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ მოელის, IEA-ს მოკავშირეები შეთანხმდებიან დამატებით 30-დან 50 მილიონ ბარელამდე ნავთობის გამოშვებაზე საკუთარი რეზერვიდან. 

ეს იქნება ნავთობის მარაგების მეორე კოორდინირებული გამოშვება სულ რაღაც რამდენიმე კვირაში. ერთი თვის წინ, IEA-ს წევრები შეთანხმდნენ 61,7 მილიონი ბარელის გამოშვებაზე. ამან მცირე გავლენა მოახდინა ფასებზე, რადგან რუსეთის შეჭრა უკრაინაში ქმნიდა მიწოდების შეფერხების საფრთხეს. 

“რუსეთის ომი უკრაინაში აგრძელებს მნიშვნელოვან დატვირთვას ნავთობის გლობალურ ბაზრებზე. ეს ხდება კომერციული მარაგების შემცირების ფონზე, რომლებიც ყველაზე დაბალ დონეზეა 2014 წლის შემდეგ”, - ნათქვამია განცხადებაში. 

IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა გამოხატა იმედგაცრუება საუდის არაბეთისა და OPEC+-ის სხვა წევრების უმოქმედობით, რომლებმაც უარყვეს მოწოდებები, შეევსოთ რუსეთის მიერ შექმნილი მიწოდების ხარვეზი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შოკო ოდა