
6 იანვრის ცივ და ქარიან დღეს კაპიტოლიუმის წინ მდგარი პრეზიდენტი პანდემიითა და ეკონომიკური კრიზისით განადგურებული ერის გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობდა. მისი წინამორბედი სცენაზე არ იდგა. 100 წლის წინ უორენ ჰარდინგის ინაუგურაცია ავბედითი ათწლეულის დასაწყისი იყო. პირქუში განწყობა არანაირ მინიშნებას არ იძლეოდა იმის შესახებ, რომ ამერიკა ბევრ ცრემლს დაღვრიდა.
მშფოთვარე ოციან წლებში ფართო მასშტაბით დაინერგა სამონტაჟო ხაზები, ავტომობილები, რადიოები, ფილმები, სანტექნიკა და ეკონომიური ელექტრო მოწყობილობები. სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს კონსუმერიზმი და პოპ-კულტურა. ეს იყო არტ დეკოსა და ჯაზის, კოკო შანელისა და უოლტ დისნეის, დიდი გეტსბის და ჰარლემის რენესანსის ათწლეული. ეს იყო „პირველი მართლაც თანამედროვე ათწლეული“ - ამბობს Marquette უნივერსიტეტის ყოფილი ეკონომისტი ჟან სმილი.
ახლა, როცა აშშ-ს სხვა პანდემია უტევს, ჩნდება მაცდური კითხვა - განმეორდება თუ არა ისტორია. ვირუსის დასრულების შემდეგ 2020-იანი წლები იქნება თუ არა 1920-იანი წლების მსგავსი?
ეს შეუძლებელია.
გასულმა წელმა ცხადყო, რომ ეკონომიკას და საზოგადოებას სწრაფად შეუძლიათ ფორმის შეცვლა. Covid-19 ვაქცინები უსწრაფესად შეიქმნა, საზოგადოება მყისიერად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. პანდემიის მიუხედავად, Tesla-მ 2020 წელს ნახევარ მილიონი ელექტრომობილი შექმნა. ლონდონში დაფუძნებულმა Alphabet-მა გადაჭრა ნახევარსაუკუნოვანი სამეცნიერო თავსატეხი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცილის მოქმედების პროგნოზირება, რამაც შეიძლება რევოლუცია მოახდინოს წამლების აღმოჩენაში.
განსხვავებების მიუხედავად, აშშ-ს შეუძლია გაითვალისწინოს 1920-იანი წლების ნეგატიური და პოზიტიური გამოცდილებები.
რატგერსის უნივერსიტეტის ეკონომისტის ევგენი უაითის აზრით, 2021 წლის სამყარო „ოცდაათიანების ჩახლართული ნაზავია“. როგორც მაშინ, აქციების ფასები მაღალია კორპორაციულ მოგებასთან შედარებით. რასობრივი ურთიერთობები კვლავ დაიძაბა, თუმცა შავკანიანი ამერიკელები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ერთი საუკუნის წინ. ტარიფები გაიზარდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს, ისევე როგორც 1920-იან წლებში. ამერიკელები აკრიტიკებენ მთავრობის გადაჭარბებულ ძალაუფლებას, ისევე როგორც მშრალი კანონის დროს. 1920-იანი წლები იყო პირველი ათწლეული, როდესაც სოფლის მოსახლეობა უფრო მცირე იყო, ვიდრე ურბანული. თეთრკანიანი მოსახლეობა უფლებაჩამორთმეულად გრძნობს თავს ტრამპის გადარჩევის შემდეგ.
საშუალო ამერიკელისთვის ცხოვრება უფრო შეიცვალა 1920-დან 1929 წლამდე, ვიდრე სავარაუდოდ შეიცვლება 2020-დან 2029 წლამდე. ელექტროფიკაციამ მოგვცა მაცივრები, სარეცხი მანქანები და რადიო. ელექტროფიკაციით, ქარხნები აღარ ეყრდნობიან ერთი ძრავის ენერგიას, რომელიც დაკავშირებული იყო ხმაურიან მანქანებთან, არაეფექტურ ღვედებთან. შიდა წვის ძრავა ფართოდ გავრცელდა XIX საუკუნის 20-იან წლებში და ის ამუშავებს ავტომობილებს, სატვირთო მანქანებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და თვითმფრინავებს. ათწლეულის განმავლობაში რეგისტრირებული მძღოლების რიცხვი თითქმის გასამმაგდა. საავტომობილო წარმოების ზრდამ ხელი შეუწყო ინვესტიციებს გზებსა და გარეუბნებში, ასევე რეზინში, ფოლადში, მინასა და ზეთში.
რობერტ გორდონი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ეკონომისტი, ერთ-ერთი წამყვანი მომხრეა იმ მოსაზრებისა, რომ ჩვენი დრო არ ჩამორჩება მაშინდელ მოდერნულობას.
Bloomberg Businessweek-ის თხოვნით, მან შეადგინა პროდუქტიულობის მონაცემები მთელი ეკონომიკისთვის 1893 წლიდან 2019 წლამდე, დააჯგუფა მონაცემები დაახლოებით თანაბარი ინტერვალებით, რომლებიც იწყება და მთავრდება ბიზნეს ციკლის მაღალ წერტილებში.
გორდონის მიერ შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ შრომის პროდუქტიულობა მკვეთრად გაიზარდა 1920 წელს და ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა ნახევარი საუკუნის განმავლობაში, შემდეგ კი მკვეთრად დაეცა 1973 წელს.
ათწლეულებს შორის უფრო ადვილია სოციალური მსგავსების პოვნა, ვიდრე ეკონომიკურის. მაშინ, როგორც ახლა, ამერიკა იქცა სწრაფად მზარდ, მულტიკულტურულ, ურბანულ ემიგრანტ საზოგადოებად და უპირატესად თეთრკანიან, კონსერვატიულ სოფლის საზოგადოებად, რომელსაც სურს წარსულში დარჩენა, რომელიც მას უფრო სუფთა და ნაკლებად მშფოთვარედ მიაჩნდა.
1920-იანი წლები იყო გათავისუფლების დრო, როდესაც ქალებმა მიიღეს ხმის უფლება, გაბედეს მოკლე კაბების ტარება, სიგარეტის მოწევა, ხოლო შავკანიან პოეტებს, ავტორებსა და მუსიკოსებს ფართო აუდიტორია გაუჩნდათ. „ეს იყო პერიოდი, როდესაც შავკანიანები გახდნენ მოდურები“ - წერს პოეტი ლანგსტონ ჰიუზი. თუმცა ქალები კვლავ განიცდიდნენ დისკრიმინაციას, ხოლო შავკანიანი ამერიკელები და ემიგრანტები უფრო ცუდ მდგომარეობაში იყვნენ.
1924 წლის საიმიგრაციო აქტით აიკრძალა აზიიდან იმიგრაცია და მკაცრად შეიზღუდა იმიგრაცია სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამით აღფრთოვანებული არ დარჩენილა არავინ ადოლფ ჰიტლერის გარდა, რომელიც წერდა, რომ ეს ხელს შეუშლიდა ფიზიკურად არაჯანსაღი და განსხვავებული რასის წარმომადგენლების ჩასვლას მის ქვეყანაში.
1920-იანი წლები ზოგადად კეთილდღეობის ზრდის ხანა იყო, მაგრამ ასევე იყო შემოსავლებისა და სიმდიდრის უთანასწორობის ზრდა და საზოგადოებაში განხეთქილება. „მშრალი კანონი“ გახდა აკრძალვა, რომელმაც გააძლიერა უუფლებო და უფლების მქონე ადამიანთა შორის ორგანიზებული დანაშაული. ქარხნის მუშაკებმა, საფონდო ინვესტორებმა და მსხვილმა ბიზნესმა კარგად გამოიჩინეს თავი, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკა შეირყა სოფლის მეურნეობის ფასების 53%-იანი შემცირებით 1920-21 წლების რეცესიის დროს და მის აღდგენას წლები დასჭირდა.
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც 1920-იანი წლებიდან შეიძლება ვისწავლოთ, იზოლაციონიზმის საშიშროებაა. აშშ გამოვიდა 1914-18 წლების ომიდან, როგორც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკა და ასევე მისი ყველაზე დიდი კრედიტორი, რომელმაც დიდი სესხი მისცა ანტანტის სახელმწიფოებს საომარი ძალისხმევის დასაფინანსებლად.
ამასთან, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მსოფლიო ლიდერის პასუხისმგებლობის აღებაზე. ევროპის სისხლიანი დაპირისპირებების გამო კონგრესის იზოლაციონისტებმა უარი თქვეს აშშ-ს ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე. მკაცრი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საშუალებით, შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნებში დეფლაცია გამოიწვია. ვაშინგტონი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან ომის ვალის გადახდას მოითხოვდა. ამ ქვეყნებმა გერმანიისგან რეპარაციის მოთხოვნით გადაწყვიტეს ამერიკისთვის თანხის დაბრუნება, რაც ჰიტლერის აღზევებაში მონაწილე გერმანელების უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. აშშ ახლა მოვალე ქვეყანაა, უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს. ტრამპი სწორად მიიჩნევდა, რომ ეს პრობლემაა: აშშ აგროვებს ვალებს, ხოლო მისი პროდუქტიულობის შესაძლებლობები მცირდება.
როგორც ჩანს, დღეს, ისევე როგორც 1920-იან წლებში, შეერთებულმა შტატებმა თავი ვერ დააღწია იმ განსაკუთრებულ ვალდებულებებს, რასაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკის სტატუსი აკისრებს. ამერიკელებმა ეს გაკვეთილი ისწავლეს დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის ორი კატასტროფის შემდეგ.
შეერთებულმა შტატებმა მონაწილეობა მიიღო გაეროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაარსებაში, რამაც გამოიწვია დაბალი სატარიფო ბარიერები. ამ ყველაფერმა შესაძლებლობა მისცა ღარიბ და საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, ჩართულიყვნენ საერთაშორისო ვაჭრობაში. ქვეყნებმა, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, უარი თქვეს იმპერიალისტურ ოცნებებზე და ყურადღება საკუთარ ქვეყნებში ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე გაამახვილეს.
პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ტრამპმა გააძლიერა იზოლაციონიზმი, აღადგინა დევიზი “America First”, რომელიც ჰარდინგმა 1920 წლის კამპანიაში გამოიყენა. აშშ-ს ლიდერშიფის არარსებობის შემთხვევაში, ჩინეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნები, როგორიცაა კენია, ეთიოპია, ნიგერია, მალაიზია და ვიეტნამი, რისკის ქვეშ არიან. ბაიდენმა ყველას უნდა აჩვენოს, რომ აშშ კვლავ საიმედო პარტნიორია.
XIX საუკუნის 20-იანი წლების შესწავლის ბოლო გაკვეთილი უბრალოდ ის არის, რომ ისტორიას ყოველთვის შეუძლია რაღაც გვასწავლოს. წარსულის გაკვეთილების შესწავლა დაგვეხმარება განკურნების დაწყებაში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიტერ კოი