LIVE

ხორბლის, ნავთობის და გაზის ფასები იკლებს

28 მარ 202221:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1112
ხორბლის, ნავთობის და გაზის ფასები იკლებს

ხორბლის ფიუჩერსები ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მეტად დაეცა. გლობალური მიწოდება შეიძლება არ იყოს იმდენად შეზღუდული, რამდენადაც მოლოდინი არსებობდა, რამაც ფასებზე გავლენა იქონია.

ხორბლის მიწოდების შესახებ შფოთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ორივე ქვეყანა მსოფლიოს ხორბლის მარაგის 14%-ს ავსებს.

ასევე, შემცირდა ნედლი ნავთობის ფასიც. Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები ბარელზე $115,32-მდე შემცირდა და 4,3%-ით ნაკლებით, $115.50-ზე ივაჭრებოდა. ევროპაში კლებას განაგრძობს ბუნებრივი აირის ფასიც.

ბაზარმა კიდევ ერთი კვირა დაიწყო გაურკვევლობით. ერთ მხარეს პრობლემას წარმოადგენს ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, რომელიც მსოფლიოში ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია, ხოლო მეორე მხარეს COVID-თან დაკავშირებული ლოკდაუნები ჩინეთში, რომელიც ნედლი ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია.

ასევე, შემცირდა რუსული აქციების ფასები, რამაც გასული კვირის მოგება გააქრო. ფასებზე რუსეთის საფონდო ბირჟის უფრო ფართო გახსნამ იმოქმედა, რაც ყველა აქციით ვაჭრობას გულისხმობს, თუმცა უფრო ღრმა გაყიდვის თავიდან ასაცილებლად მთავრობის ზომები ძალაში რჩება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია