
მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანის დავის საგანი ორბიტაზე თანამგზავრების განთავსება გახდა. ახლა ისინი საკუთარ პოზიციებს აშშ-ს რეგულატორების წინაშე იცავენ.
ელონ მასკის SpaceX-მა ფედერალური კომუნიკაციების კომისიას ორბიტაზე Starling-ის საკომუნიკაციო თანამგზავრების დაგეგმილზე დაბლა ოპერირების ნებართვით მიმართა, რასაც ჯეფ ბეზოსის, წინააღმდეგობა მოყვა. Amazon.com-ის დამფუძნებლის განცხადებით, ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის მის Kiuper თანამგზავრებს, რომლებიც Starlink-ის მსგავსად, კოსმოსიდან ინტერნეტის გადასაცემად გამოიყენება.
"SpaceX-ის შემოთავაზებული ცვლილებები ხელს უშლის სატელიტურ სისტემებს შორის კონკურენციას. ნათელია, რომ "SpaceX-ის ინტერესშია კონკუტრენცია ჩანასახშივე მოსპოს, მაგრამ ეს საზოგადოების ინტერესში ნამდვილად არ არის", წერს Amazon-ი თავის Twitter-ის გვერდზე.
ამ განცხადებაზე არც მასკის პასუხმა დააყოვნა. მისი თქმით, საზოგადოების ინტერესის უგულებელყოფა, Amazon-ის თანამგზავრული სისტემის გამო, Starlink-ის შეჩერება იქნება.
მასკის კორპორაციამ თავისი Starlink-ის ინტერნეტ სერვისისთვის 1 000-ზე მეტი თანამგზავრი გაუშვა და მან უკვე დაიწყო ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი მომხმარებლების ადრეული რეგისტრაცია.
რაც შეეხება Amazon-ს, მან თავისი 3 236 თანამგზავრიანი ფლოტის გასაშვებად ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ნებართვა გასულ წელს მიიღო, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ გაუშვია.
ორბიტის ქვედა დონე უფრო სწრაფი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს, რამდენადაც სიგნალის გადაცემას ნაკლები დრო სჭირდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ შილდსი