LIVE

კანადა აცხადებს, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლებას დაეხმარება

27 მარ 202217:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1019
კანადა აცხადებს, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლებას დაეხმარება

კანადა აცხადებს, რომ მას გლობალური კრიზისის დასაძლევად ნავთობის, გაზისა და ურანის მიწოდების გაზრდა შეუძლია.

კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა განაცხადა, რომ ბევრი ქვეყანა მზად არის რუსული ნავთობისა და გაზის ჩანაცვლებას დაეხმაროს.

მსოფლიოს მეოთხე უმსხვილესმა ნავთობის მწარმოებელმა ექსპორტის 200 000 ბარელი ნავთობით გაზრდის პირობა გასცა.

ქვეყნის უმსხვილესმა მილსადენის კომპანია Enbridge-მა BBC-ს ასევე განუცხადა, რომ მზად არის გააკეთოს ის, რაც შეუძლია, რათა გაზარდოს ენერგეტიკული უსაფრთხოება როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე ევროპაში.