LIVE

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ორად გაყოფას აპირებს

27 მარ 202216:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 889
უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ორად გაყოფას აპირებს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის დაპყრობა ვერ შეძლო, რუსეთი უკრაინის ორად გაყოფას და მოსკოვის მიერ კონტროლირებადი რეგიონის შექმნას ცდილობს.

ახალი ამბების სააგენტო Reuters-ის ცნობით, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს „უკრაინაში შექმნას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა“, და დასძინა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პარტიზანულ ომს მალე დაიწყებს.