LIVE

შვეიცარიაში სანქცირებული რუსების აქტივები $6 მილიარდს აღწევს

25 მარ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 935
შვეიცარიაში სანქცირებული რუსების აქტივები $6 მილიარდს აღწევს

შვეიცარიის მთავრობის მიერ მიღებული შეტყობინების თანახმად, სანქცირებული რუსები ქვეყანაში $6.2 მილიარდის აქტივებს ფლობენ. ეს პირველი მაჩვენებელია სიმდიდრის მასშტაბის, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები შვეიცარიაში ინახავენ.

შაბათ-კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარია გამოარჩია, როგორც სიმდიდრის თავშესაფარი იმ პირებისთვის, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინაში შეჭრაზე არიან პასუხისმგებელნი. შვეიცარიამ მიიღო გადაწყვეტილება გაიმეოროს ევროკავშირის მიერ რუსებისთვის დაწესებული სანქციები. 

გასულ კვირას შვეიცარიის საბანკო ლობიმ შეაფასა, რომ ქვეყნის ბანკები, შესაძლოა, $200 მილიარდზე მეტ რუსულ ქონებას ინახავდნენ. შეფასება ოფიციალურ რიცხვს ბევრად აჭარბებს.

შვეიცარიის მსუბუქი მიდგომები დიდი ხანია იზიდავს მდიდარ რუსებს, თუმცა ახლა, როცა რუსეთი საერთაშორისო დაგმობის სამიზნეა, ფულის მართვის ბიზნესი ყურადღებას იპყრობს.

შვეიცარიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თომას ჯორდანმა ხუთშაბათს Bloomberg-ის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შვეიცარიაში დაფუძნებული კრედიტორებისთვის რისკის შემცველი ვალდებულებები რუსეთთან ძალიან მცირეა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კორინ გრეტლერი