LIVE

რუსული ნაღდი ფული შვეიცარიის ბანკებში კვლავ ყურადღების ცენტრშია

21 მარ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2310
რუსული ნაღდი ფული შვეიცარიის ბანკებში კვლავ ყურადღების ცენტრშია
Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ერის კრიტიკის შემდეგ შვეიცარია, როგორც მდიდარი რუსებისთვის ფულის შესანახი ლოკაცია, ყურადღების ცენტრში მოექცა.

კერძო ბანკმა Julius Baer Group-მა დღეს განაცხადა, რომ მან სესხი გასცა იმ პირების მცირე რაოდენობაზე, რომლებიც ახლა სანქცირებულთა სიაში არიან. მათ შორისაა სესხები დასავლეთ ევროპის საუკეთესო ლოკაციებზე საცხოვრებელი უძრავი ქონებისთვის.

UBS-ის განცხადებით, მას ასევე აქვს გაცემული $10 მილიონზე ნაკლები ღირებულების სესხები სანქცირებული პირებისთვის. თუმცა, ბანკს კავშირი აქვს $200 მილიონზე მეტი ღირებულების რუსულ აქტივებთან, რომლებიც კლიენტებმა სესხების უზრუნველსაყოფად გამოიყენეს.

ასევე, Credit Suisse-ის აქტივების დაახლოებით 4%, რომელსაც ბანკის სიმდიდრის მენეჯმენტის განყოფილება მართავს რუს კლიენტებს ეკუთვნით.

ზელენსკის მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც შვეიცარიის საბანკო ლობიმ შეაფასა, რომ ქვეყნის ბანკები შესაძლოა $200 მილიარდზე მეტ რუსულ ქონებას ინახავდნენ. აღსანიშნავია, რომ რიცხვი ოფიციალურ შეფასებას მნიშვნელოვნად აჭარბებს. 

შვეიცარიის დისკრეცია და მსუბუქი რეგულაციები მდიდარ რუსებს დიდი ხანია იზიდავს. თუმცა, ახლა მდიდრების ფულის მართვის ბიზნესი, მეზობელთან რუსეთის სისხლიანი ომისა და საერთაშორისო დაგმობის ფონზე, ყურადღების ცენტრში ექცევა.

მდიდარ რუსებს, რომლებსაც კავშირი აქვთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, აქტივები მთელ მსოფლიოში გაეყინათ. Julius Baer-მა ასევე განაცხადა, რომ სესხების უზრუნველყოფისთვის რუსული აქტივების ღირებულება თებერვალში ნულამდე შეამცირა.

შვეიცარია ჯერჯერობით ბანკებს და სანქცირებული რუსების აქტივების სხვა მფლობელებს ეყრდნობა, რომ მთავრობას ამ აქტივების შესახებ შეატყობინონ. ჯერჯერობით უცნობია რა ოდენობის თანხაა გაყინული ამ დრომდე შვეიცარიულ ბანკებში.

NZZ am Sonntag-ის ცნობით, შვეიცარიის ხელისუფლებამ ასევე დაიწყო სანქცირებული რუსების ხელმისაწვდომობის დაბლოკვა ქვეყანაში არსებულ ქონებაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტივენ არონსი