
ევროკავშირის მიერ მიღებული ზომების შესაბამისად, შვეიცარია კრძალავს ძვირადღირებული საქონლის, მათ შორის, საათების რუსეთში ექსპორტს. შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, ფედერალური საბჭოს მიერ დღეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში უახლოეს დღეებში შევა.
"ძვირადღირებული საქონლის ექსპორტის აკრძალვას გავლენა ექნება ამ ტიპის შვეიცარიული საქონლის გლობალური ექსპორტის მხოლოდ მცირე ნაწილზე. თუმცა, კონკრეტული კომპანიები შეიძლება სერიოზულად დაზარალდნენ",- აცხადებენ შვეიცარიის მთავრობაში.
შვეიცარია ძვირადღირებული საათების წარმოების მხრივ, ლიდერი ქვეყანაა. თუმცა, რუსეთში გაყიდვებით მიღებული თანხა გლობალური ინდუსტრიის შემოსავლების მცირე ნაწილს წარმოადგენს.
რუსეთში და საზღვარგარეთ რუსებზე გაყიდვები Swatch Group-ის მთლიანი შემოსავლის 2%-ზე ნაკლებს, ხოლო Richemont-ში 3%-ზე ნაკლებს შეადგენს.
შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის მონაცემებით, $278 მილიონიანი გადაზიდვებით რუსეთი 2021 წელს მე-17 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენდი ჰოფმანი