LIVE

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ რუსეთთან მარსის მისია შეაჩერა

17 მარ 202222:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1193
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ რუსეთთან მარსის მისია შეაჩერა

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მარსის როვერის მისია პარტნიორ როსკოსმოსთან, რუსეთის სახელმწიფო კოსმოსურ კორპორაციასთან. 

გადაწყვეტილება როსკოსმოსთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ ESA-ს მმართველმა საბჭომ პარიზში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. 

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ტრაგიკული შედეგებისა და ადამიანური დანაკარგის გამო. მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს გავლენას კოსმოსის სამეცნიერო კვლევის პროცესში, ESA სრულად უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს”,- ნათქვამია ESA-ს განცხადებაში. 

როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, დიმიტრი როგოზინმა გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი კვლევას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საავიაციო სააგენტომ დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, შეაჩერა რუსული სარაკეტო ძრავების შეერთებული შტატებისთვის მიწოდება.

"მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში არ შეგვიძლია გავაგრძელოთ შეერთებული შტატებისთვის მსოფლიოში საუკეთესო სარაკეტო ძრავების მიწოდება. დაე, იფრინონ სხვა რამით, თავიანთი ცოცხებით, ჩვენ ვყინავთ მიწოდებას",- თქვა როგოზინმა.