LIVE

გაერო-ს სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტა უბრძანა - უკრაინამ საქმე მოიგო

16 მარ 202219:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 1152
გაერო-ს სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტა უბრძანა - უკრაინამ საქმე მოიგო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) წინასწარი გადაწყვეტილებით, რუსეთს უბრძანა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაში საომარი მოქმედებები.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. 

"უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეში სრული გამარჯვება მოიპოვა. ICJ-მ რუსეთს დაავალა დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთისთვის ბრძანება სავალდებულოა. გადაწყვეტილების იგნორირება რუსეთს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცევს",- წერს ზელენსკი. 

გადაწყვეტილება, რომელიც 13:2-ის ფარდობითობით იქნა მიღებული, მეტწილად სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს და ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ რუსეთი მას შეასრულებს.

უკრაინამ ICJ-ში სარჩელი 26 თებერვალს შეიტანა.