LIVE

რუსული ძალები NATO-ს საზღვართან ახლოს სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს

13 მარ 202212:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 3071
რუსული ძალები NATO-ს საზღვართან ახლოს სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსულმა ძალებმა რეაქტიული ჭურვები ესროლეს დასავლეთ უკრაინის სამხედრო ბაზას, რომელიც NATO-ს წევრი პოლონეთის საზღვართან ექვსი მილის დაშორებით მდებარეობს.

ლვოვის რეგიონის ადმინისტრაციის განცხადებით, იავორივის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 57 ადამიანი.

დასავლეთ უკრაინის კიდევ ერთი ქალაქის, ივანო-ფრანკოვსკის მერი ამბობს, რომ რუსული ძალები ქალაქის აეროპორტსაც დაესხნენ თავს.