LIVE

რუსეთის გენპროკურატურამ სასამართლოს Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდა

11 მარ 202216:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 700
რუსეთის გენპროკურატურამ სასამართლოს Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდა

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა სასამართლოს სთხოვს კომპანია Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნოს და რუსეთში მისი საქმიანობა აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

ამ გადაწყვეტილების მიზეზი კომპანია Meta-ს ნაბიჯი გახდა. Reuters-ი წერს, რომ კომპანია საკუთარ პლატფორმებზე: Facebook-სა და Instagram-ზე მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით საშუალებას მისცემს, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში, რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები განათავსონ. ასევე, დაიშვება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდების შემცველი პოსტები. 

სააგენტოს თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მსგავსი პოსტების გამოქვეყნების უფლება ქართველ მომხმარებლებსაც ექნებათ.