LIVE

“იყიდე ამერიკული” - ჯო ბაიდენი ამერიკული პროდუქტის შესაძენად ფედერალურ ხარჯებს ზრდის

25 იან 202115:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 342
“იყიდე ამერიკული” - ჯო ბაიდენი ამერიკული პროდუქტის შესაძენად ფედერალურ ხარჯებს ზრდის
Alex Wong/Getty Images

ჯო ბაიდენი დღეს ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც ფედერალური სააგენტოების მიერ ამერიკული პროდუქტების შესყიდვების გაზრდას ითვალისწინებს. ბრძანების მიხედვით, სააგენტოებმა უნდა გაზარდონ მოთხოვნა ამერიკულ ნაწარმსა და მომსახურებაზე. ისინი ამ შესყიდვებზე თითქმის 600 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. 

ბაიდენის ბრძანებით, ფედერალურმა კოლეგიამ ექვსი თვის განმავლობაში უნდა დაასრულოს მუშაობა ცვლილებებზე, რომლებიც განსაზღვრავს სტანდარტს, მოცემულ პროდუქტებში არის თუ არა საკმარისად მაღალი პროცენტულობით გამოყენებული ადგილობრივ მასალა და სამუშაო ძალა.

"იყიდე ამერიკული" ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო. მან პირობა დადო, რომ ამერიკელი მუშების პროდუქტებსა და მომსახურებებში 400 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა. 

"იყიდე ამერიკული" და "დაასაქმე ამერიკელი" ტრამპის დევიზიც იყო. ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვების და ამერიკელების დასაქმების გაზრდის მიზნით, მან ბრძანებას ხელი 2017 წელს მოაწერა. ის აშშ-ს მუშების ხელფასების გაზრდას მკაცრი საიმიგრაციო კანონების მკაცრი აღსრულების გზით შეეცადა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯორდან ფაბიანი