LIVE

ბაზისბანკმა VTB-ის მსხვილი ბიზნეს პორტფელიც გადაიბარა

10 მარ 202218:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 753
ბაზისბანკმა VTB-ის მსხვილი ბიზნეს პორტფელიც გადაიბარა

VTB ბანკის საცალო ბიზნესის სრულად გადაბარების შემდეგ, ბაზისბანკმა VTB-ისთან მსხვილი ბიზნეს პორტფელის ნაწილის მიგრაციაც შეათანხმა. 

კერძოდ, ბაზისბანკმა დამატებით VTB ბანკის 21 ფილიალი გადაიბარა, რის შედეგადაც, მისი სერვისცენტრებისა და ფილიალების ქსელი 44-მდე გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ როგორც VTB-ის საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით დასაქმებული თანამშრომლების ძირითადი ნაწილი უკვე შეუერთდა ბაზისბანკის გუნდს. ამას გარდა, 200 ათასამდე საცალო მომხმარებელი, მათი მიმდინარე, საბარათე, სადეპოზიტო თუ საკრედიტო ანგარიშები, წარმატებით დამიგრირდა ბაზისბანკში და ისინი უკვე სარგებლობენ მომსახურებით.

როგორც ცნობილია „ვითიბი ბანკ საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების პორტფელის ნაწილი „ლიბერთი ბანკმა" გადაიბარა

უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას სანქციები დაუწესა, რომლებიც გავრცელდა საქართველოში მოქმედ სს "ვითიბი ბანკ საქართველოზეც". შედეგად, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი "ბაზისბანკზე" გაიყიდა.