LIVE

აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად $13.6 მილიარდი გამოყო

10 მარ 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 611
აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად $13.6 მილიარდი გამოყო
Bloomberg

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დიდი ხნის დაგვიანებული $1.5 ტრილიონიანი ხარჯვის კანონპროექტი მიიღო, რომელიც აშშ-ს მთავრობას ფისკალური წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში დააფინანსებს. კანონპროექტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ $13.6 მილიარდს გამოყოფს.

უკრაინასთან დაკავშირებული $13,6 მილიარდის გადაუდებელი ხარჯები მოიცავს $6,5 მილიარდს პენტაგონისთვის, მათ შორის $3 მილიარდს აშშ-ის ჯარების გასაძლიერებლად ევროპაში და $3,5 მილიარდს უკრაინისთვის გადაცემული იარაღის ჩასანაცვლებლად. გადაუდებელი დახმარების პაკეტი $4 მილიარდს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გამოყოფს.

პალატამ ასევე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტს კრძალავს. საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ორივე მხრიდან უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის უფრო მკაცრი დასჯა მოითხოვეს.

პალატა ასევე დგამს ნაბიჯებს, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) წვდომა გადაიხედოს. ამასთან მოხდეს "მაგნიტსკის აქტის" ხელახალი ავტორიზაცია და გაძლიერება, რომელიც ადამიანის უფლებების დამრღვევთა მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ვასონი