LIVE

ბრიტანეთში რუსული თვითმფრინავების ფრენა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა

09 მარ 202213:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 804
ბრიტანეთში რუსული თვითმფრინავების ფრენა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა

გაერთიანებული სამეფო ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სანქციებს აძლიერებს. დიდ ბრიტანეთში რუსული თვითმფრინავის დაშვება და ფრენა სისხლის სამართლის დანაშაულად ცხადდება და მთავრობა უფლებამოსილი იქნება დააკავოს ნებისმიერი რუსული თვითმფრინავი. ამასთან იკრძალება ავიაციასთან და კოსმოსთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ექსპორტი.  

ასევე, ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობას შეეძლება თვითმფრინავების რეესტრიდან წაშალოს თვითმფრინავები, რომლებიც სანქცირებულ რუსებს ეკუთვნით. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადების მიხედვით, საავიაციო ექსპორტის აკრძალვა მოიცავს სხვადსხვა კომპონენტს, ასევე სადაზღვევო და გადაზღვევის პროდუქტებს. შესაბამისად, მზღვეველებს მომჩივნებისთვის თანხის ანაზღაურება ეკრძალებათ. 

რუსეთის კუთვნილ თვითმფრინავებს დიდ ბრიტანეთში ფრენა ისედაც ეკრძალებოდათ, მაგრამ ახალი გადაწყვეტილება ეხება მესამე ქვეყანაში რეგისტრირებულ კერძო თვითმფრინავებს, რომლებიც მდიდარი რუსების მიერაა დაქირავებული.

ჰემფშირში, ფარნბოროს აეროპორტში, ერთ თვითმფრინავზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს მორალესი