LIVE

რუსეთი „არ დაივიწყებს“ ბრიტანეთის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ

05 მარ 202221:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 4853
რუსეთი „არ დაივიწყებს“ ბრიტანეთის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდ ბრიტანეთს ემუქრება. სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი არ დაივიწყებს დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობას უკრაინასთან.

“სანქციების ისტერია, რომელშიც ლონდონი ერთ-ერთ წამყვან, თუ არა მთავარ როლს ასრულებს, სხვა გზას არ გვიტოვებს, გარდა პროპორციულად მკაცრი საპასუხო ზომების მიღებისა”, - განაცხადა ზახაროვამ.

კრემლის ოფიციალური ვერსიის თანახმად, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხეს ქმნის არა რუსული ჯარი, არამედ “უკრაინელი ნაციონალისტები”.

ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინას შეიარაღება მიაწოდა და ფინანსური დახმარება გაუწია.