LIVE

ილონ მასკი Starlink-ზე რუსულ პროპაგანდას არ დაბლოკავს

05 მარ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1149
ილონ მასკი Starlink-ზე რუსულ პროპაგანდას არ დაბლოკავს

ელონ მასკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რამდენიმე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა ინტერნეტ თანამგზავრ Starlink-ს სთხოვეს, “დაბლოკოს რუსული ახალი ამბების წყაროები”. 

“ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, თუკი იარაღით მუქარის ქვეშ არ ვიქნებით. ბოდიში, რომ სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტი ვარ”, - დაწერა მასკმა Twitter-ზე.

გაურკვეველია, რომელ მთავრობებს გულისხმობს მასკი, თუმცა დასძინა, რომ ეს არ არის უკრაინა. 

რუსული ახალი ამბების წყაროები, როგორიცაა RT, ემსახურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გლობალურ პროპაგანდას, შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია და გადააქვს ყურადღება აქტუალური საკითხებიდან. 4 მარტს პუტინმა ხელი მოაწერა ცენზურის კანონს, რომელიც საინფორმაციო ორგანიზაციებს უკრძალავს ახალი ამბების რეალისტურ გაშუქებას რუსეთში ან მის გარეთ. 

მასკმა Starlink-ის მოწყობილობის სატვირთო მანქანა გაუგზავნა უკრაინას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპანიის სატელიტური ინტერნეტ სერვისთან დასაკავშირებლად.