LIVE

Airbnb-ი რუსეთისა და ბელარუსის ბაზარს ტოვებს

04 მარ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 603
Airbnb-ი რუსეთისა და ბელარუსის ბაზარს ტოვებს
Dado Ruvić/Reuters

ამერიკული კომპანია Airbnb-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

უკრაინაში წამოწყებული ომის გამო რუსეთის ეკონომიკის ბევრ სექტორზე დაწესებულმა სანქციებმა თითქმის შეუძლებელი გახადა საერთაშორისო კომპანიების საქმიანობა რუსეთში.

რუსეთის ქმედებების გასაპროტესტებლად კომპანიამ მხოლოდ ეს ნაბიჯი არ გადადგა. მანამდე Airbnb-მ განაცხადა, რომ 100 000-მდე უკრაინელ ლტოლვილს, რომლებმაც ქვეყანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვეს, უფასო მოკლევადიან საცხოვრებელს სთავაზობს.