LIVE

საფრანგეთმა Rosneft-ის დირექტორის იახტის კონფისკაცია მოახდინა

03 მარ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 842
საფრანგეთმა Rosneft-ის დირექტორის იახტის კონფისკაცია მოახდინა

საფრანგეთის საბაჟომ Rosneft-ის აღმასრულებელი დირექტორის იგორ სეჩინის კუთვნილ იახტაზე კონტროლი აიღო. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მერის განცხადებით, ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ნაწილია.

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, Amore Vero-ს კონფისკაცია ხმელთაშუა ზღვის პორტში, ლა-სიოტაში, მარსელის მახლობლად მოხდა, როდესაც იახტა სასწრაფო გამგზავრებისთვის ემზადებოდა.

სამინისტროს განცხადებით, იახტა ეკუთვნის კომპანიას, რომლის მთავარი აქციონერი რუსული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელია.

საფრანგეთის ბიუჯეტის მინისტრის ოლივერ დუსოს სპიკერის თქმით, გემის გასვლას ხელი შეუშალეს, მაგრამ აქტივი სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული არ არის.

იახტა ლა სიოტაში 3 იანვარს ჩავიდა და პორტში რემონტისთვის 1 აპრილამდე უნდა დარჩენილიყო.

დღესვე გერმანიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს მოცულობით მსოფლიოში ყველაზე დიდი სუპერიახტა ჩამოართვა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს რეგანი