
ლონდონის საფონდო ბირჟამ (LSE) განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული 27 კომპანიის აქციების ვაჭრობას აჩერებს. მათ შორისაა უმსხვილესი კომპანიები: Gazprom, Rosneft, Lukoil, En+ და Sberbank.
"უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი სანქციების გარდა, ბაზრის პირობების გათვალისწინებით და მოწესრიგებული ბაზრების შენარჩუნების მიზნით, ლონდონის საფონდო ბირჟამ დაუყოვნებლივ შეაჩერა ვაჭრობა",- ნათქვამია LSE-ს განცხადებაში.
გუშინ Sberbank-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები 1 ცენტადაც კი ივაჭრებოდა.