LIVE

მსოფლიო ბანკი უკრაინისთვის $3 მილიარდიან დაფინანსებას ამზადებს

02 მარ 202220:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 778
მსოფლიო ბანკი უკრაინისთვის $3 მილიარდიან დაფინანსებას ამზადებს
Bloomberg

მსოფლიო ბანკი უკრაინისთვის $3 მილიარდიან დაფინანსებას ამზადებს. ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ერთად მუშაობს, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანას მხარი დაუჭიროს.

კერძოდ, მსოფლიო ბანკის ბორდი ბიუჯეტის მხარდაჭერის ოპერაციას განიხილავს, რომლის ფარგლებში სულ მცირე $350 მილიონი მიმდინარე კვირაშივე გადაეცემა უკრაინას. ამას მოჰყვება $200 მილიონი ჯანმრთელობისა და განათლების მიმართულებების მხარდასაჭერად.

ვაშინგტონში დაფუძნებული ინსტიტუტების განცხადებით, IMF-ის ბორდი შემდეგ კვირას განიხილავს უკრაინის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გადაუდებელი დახმარების მიღების შესახებ. ფონდი არ მოითხოვს უკრაინის მხრიდან იმ პირობების დაკმაყოფილებას, როლებსაც ჩვეულებრივ ითხოვს ხოლმე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე აგრძელებს მუშაობას უკრაინის 2020 წლის სესხის განხილვაზე, საიდანაც $2,2 მილიარდი ჯერჯერობით გადაუხდელი რჩება. ბორდის წევრებმა გასულ კვირას წამოაყენეს საკითხი, აქვთ თუ არა უფლება, ფონდი წესების მიხედვით, დაამტკიცონ მეტი თანხები ომით გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობის საფუძველზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ მარტინი