LIVE

სანქციების ფონზე რუსეთის ბაზარი არაინვესტირებადი ხდება

01 მარ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 652
სანქციების ფონზე რუსეთის ბაზარი არაინვესტირებადი ხდება

მილიარდობით დოლარის ნაღდი ფული უმოქმედოდ დარჩენის საფრთხის წინაშეა, სააქციო ფონდები დაეცა, კაპიტალის კონტროლი კი ქვეყანაში ფულის ნაკადებს ახშობს. რუსეთს ახლა გლობალური ინვესტორებისთვის არაინვესტირებადი ბაზრის ყველა მახასიათებელი აქვს.

Bloomberg-ის მონაცემებით რუსეთზე ორიენტირებული სააქციო ფონდები გასულ კვირას საშუალოდ 23%-ით დაეცა. ასევე მკვეთრად დაეცა ობლიგაციები დეფოლტის რისკების გაძლიერების გამო. ამასთან, რუბლით ვაჭრობა სერიოზული ამოცანა გახდა, რადგან ბროკერები ვალუტას თავს არიდებენ. 

პარალელურად, ინდექსების პროვაიდერები განიხილავენ, ამოიღონ თუ არა რუსეთი მათი აქციებისა და ობლიგაციების ინდექსებიდან. Intercontinental Exchange-მა განაცხადა, რომ ის სანქცირებული რუსული ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ ვალს მისი ფიქსირებული შემოსავლის ინდექსებიდან 31 მარტს, გადაბალანსების დროს ამოიღებს.

მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს უცხოელი ინვესტორები დაახლოებით $86 მილიარდის რუსულ აქციებს ფლობდნენ. უმეტესობა ახლა ვერ ახერხებს ლიკვიდაციას ან სათანადოდ ვაჭრობას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ბროკერებს ამ ფონდების ფასიანი ქაღალდების გაყიდვა აუკრძალა. Bloomberg Intelligence-ის შეფასებით, დაახლოებით $13 მილიარდის რუსული აქციები, რომლებიც აშშ-სა და ევროპაში დაფუძნებულ ფონდებს ეკუთვნის, ახლა სანქცირებული კომპანიებშია.

JPMorgan-ი და Danske Bank-ი აქტივების მენეჯერებს შორის არიან, რომლებმაც რუსულ აქციებთან დაკავშირებული ფონდები გაყინეს.

სამშაბათს რუსული კომპანიების უცხოურ ლისტინგებში შესული აქციები უკრაინაში ბრძოლების ესკალაციის ფონზე კვლავ დაეცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იშიკა მუკერჯი