LIVE

რუსეთს მეტად სჭირდება ევროპის ფული, ვიდრე ევროპას რუსული გაზი - მოსაზრება

25 თებ 202209:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1321
რუსეთს მეტად სჭირდება ევროპის ფული, ვიდრე ევროპას რუსული გაზი - მოსაზრება

ენერგეტიკულ ბაზრებზე მოწინააღმდეგის შესახებ გადამეტებული წარმოდგენა კარგად იშვიათად სრულდება. როდესაც "ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის" (OPEC) არაბმა წევრებმა 1973 წლის ოქტომბრის ომის შედეგად ნავთობზე ემბარგო გამოაცხადეს, იმპორტიორმა ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიებზე ნავთობსაბადოებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე ზრუნვა დაიწყეს, რამაც საბოლოო ჯამში ნავთობის მოხმარების ყველაზე მკვეთრი შემცირება გამოიწვია. 

ეს ფაქტი რუსეთისთვის წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, თუ ის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, შეეცდება ენერგიის მიმწოდებლის პოზიცია გამოიყენოს, როგორც გეოპოლიტიკური ბერკეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასმა ბარელზე $100-ს მიაღწია, ეს შეიძლება წარმავალი აღმოჩნდეს. ევროპას სჭირდება რუსული ნავთობი, მაგრამ რუსეთი ბევრად უფრო მეტადაა დამოკიდებული ნავთობის ევროპულ მომხმარებლებზე.

დაახლოებით 465 მილიარდი კუბური მეტრი გაზიდან, რომელიც ევროპამ 2020 წელს მოიხმარა, რუსული მილსადენითა და LNG პორტით მიღებული მოცულობა დაახლოებით 169 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს, რაც მთლიანი რაოდენობის მესამედზე მეტია. სხვა მიმართულებით დამოკიდებულება კიდევ უფრო დიდია. რუსეთის გაზის ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროპაში მიდის.

ევროპას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - მისთვის შედარებით ადვილია მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია.

კონტინენტი ამ მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში ნელ-ნელა მიიწევს. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ რუსეთი უფრო იაფი და საიმედო მიმწოდებელი იქნებოდა. გაზის საერთაშორისო კავშირის თანახმად, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედ ტერმინალებს შეუძლიათ წელიწადში 196 მილიარდი კუბური მეტრი მიიღონ.

რაც უფრო ცუდია, ისინი იშვიათად გამოიყენება სრული დატვირთვით. 2020 წელს იმპორტმა მხოლოდ 89 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, რის გამოც სიმძლავრის ნახევარზე მეტი უმოქმედოა. კონტინენტზე მოხმარების დაახლოებით 90%-მდე გაზრდამ (რაც დამახასიათებელია ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ჩინეთი, ბელგია და იტალია) შეიძლება დაახლოებით გააორმაგოს იმპორტის მთლიანი მოცულობა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არც ერთი პრობლემის გადაჭრა საშუალოვადიან პერსპექტივაში შეუძლებელი არ იქნება. LNG ქარხნების აშენებას დაახლოებით სამი წელი სჭირდება. არსებობს რიგი პროექტებისა, რომლებიც საინვესტიციო გაფორმებას ელოდებიან. მათი მეშვეობით, გლობალურ ბაზრებზე დაახლოებით 1,213 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

რუსეთს ვაჭრობის ვარიანტები უფრო შეზღუდული აქვს. ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მიღმა, მისი ერთადერთი ძირითადი ექსპორტი ციმბირის მილსადენია, რომელიც 2019 წლიდან ბაიკალის ტბის მახლობლად იზოლირებული საბადოებიდან აწვდის გაზს ჩინეთს. მისი მემკვიდრე, Power of Siberia 2, უფრო ეფექტური იქნება.

რუსეთის საექსპორტო ბაზრისთვის უფრო დიდი საფრთხე შეიძლება არა კონკურენტი წიაღისეული საწვავის მომწოდებლები, არამედ განახლებადი ენერგიის წყაროები იყოს. ევროკავშირის გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის ემისიების 55%-ით შემცირებას გულისხმობს, წიაღისეული საწვავისგან სწრაფ გადართვას საჭიროებს. ამან შეიძლება შეამციროს ევროკავშირში გაზის მოთხოვნა 2030 წელს.

დიდმა ბრიტანეთმა გასული წლის ოქტომბერში 3,9 მილიარდი ფუნტი გამოყო 2035 წლისთვის დეკარბონიზაციისთვის.

მსოფლიო შორდება წიაღისეული საწვავის ეპოქას. მოსკოვის მიერ ნავთობის ბერკეტად გამოყენება ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ ფიკლინგი