LIVE

უკრაინაში დაძაბულობის ფონზე ბიტკოინი $30,000-იან დონეს უახლოვდება

22 თებ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1219
უკრაინაში დაძაბულობის ფონზე ბიტკოინი $30,000-იან დონეს უახლოვდება

ბიტკოინის ფასი ორ კვირიან მინიმუმამდე დაეცა. უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გამო დაძაბულობის ფონზე, ზოგიერთი ანალიტიკოსი უმსხვილესი კრიპტოვალუტისთვის $30,000-იან საკვანძო დონეს პროგნოზირებს.

ბიტკოინის ფასი მეექვსე დღეა იკლებს. ციფრული ვალუტა $36,372-იან დონემდე ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ორ თვითგამოცხადებულ სეპარატისტულ რესპუბლიკას აღიარებს. შემცირდა სხვა კრიპტოვალუტების ფასებიც. ეთერიუმის ფასი 2,9%-ით შემცირდა, ხოლო XRP 6,7%-ით.

ბიტკოინის ფასი შაბათ-კვირას $40,000 დოლარზე დაბლა დაეცა და უკრაინის კრიზისის გაღრმავებასთან ერთად შესუსტება განაგრძო. განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არგუმენტს, რომ კრიპტოვალუტა გეოპოლიტიკური არეულობის დროს უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენს. პარალელურად, ოქროს ფასმა ივნისის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია.

ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ ოქროსთან ერთად გაიზარდა ნავთობის ფასიც.

გამწვავებული დაპირისპირებას და რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე აშშ-სა და ევროპის რეაქციას ნედლეულის ბაზრებზე უარყოფითი ზემოქმედების პოტენციალი აქვს. რუსეთი ნავთობის, გაზის, ალუმინისა და ხორბლის მთავარი მწარმოებელია. გაზის ბაზრებზე განსაკუთრებული დაძაბულობაა, რასაც ევროპის რუსულ საწვავზე დამოკიდებულება იწვევს, რომლის მესამედიც უკრაინის სატრანზიტო მილსადენებით მიედინება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი