LIVE

ჰარისი: აშშ დარწმუნებულია, რომ პუტინს უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული აქვს

20 თებ 202219:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 1400
ჰარისი: აშშ დარწმუნებულია, რომ პუტინს უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული აქვს
Getty Images

ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის განზრახვაში დარწმუნებულია.

„პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო. წერტილი ”,- განაცხადა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მაღალი დონის ორდღიანი შეხვედრების შემდეგ. რუსეთმა, მეორე მხრივ, რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

მოკავშირეები ახლა წყვეტენ, თუ როგორ უპასუხონ რუსეთის პოტენციურ შეჭრას უკრაინაში, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ შესაძლოა რამდენიმე დღეში მოხდეს.

ჰარისის განცხადების პარალელურად ბელორუსმა გამოაცხადა, რომ რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს უკრაინის და NATO-ს წევრი პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრებთან გააგრძელებს. წვრთნების დასრულება კვირას იყო დაგეგმილი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ ჯეიკობსი