LIVE

ძვირადღირებული მანქანებით დატვირთულ გემზე ხანძარი გაჩნდა

18 თებ 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 3439
ძვირადღირებული მანქანებით დატვირთულ გემზე ხანძარი გაჩნდა

Felicity Ace-ს, პანამის დროშის ქვეშ მცურავ უზარმაზარ სატვირთო ხომალდს, რომელსაც Volkswagen ჯგუფის ათასობით ძვირადღირებული მანქანა გადაჰქონდა, ოთხშაბათს ნაშუადღევს ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის კუნძულებთან ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გემის ეკიპაჟის 22 წევრი წარმატებით იქნა ევაკუირებული და ადგილობრივ სასტუმროში გადაყვანილი, გემი კი უპილოტოდ დარჩა. 

გემი ამ დრომდე იწვის. მას რამდენიმე დღეში მას უახლოეს პორტამდე გადაიყვანენ.

Volkswagen-ის აშშ-ის ოპერაციების ოფისის თანახმად, გემზე Volkswagen-ის  3,965 მანქანა იყო. ჯგუფი აწარმოებს თავის Volkswagen-ის ბრენდის ავტომობილებთან ერთად, ასევე აწარმოებს Porsche-ს, Audi-ს და Lamborghini-ს. გემი, რომელზეც ხანძარი გაჩნდა, ყველა ამ ბრენდის მანქანით იყო დატვირთული. 

Porsche-ს სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანია დაზარალებულ მომხმარებლებს უკავშირდება. ზოგიერთი მათგანი უკმაყოფილებას სოციალურ ქსელებში გამოხატავს.

ავტომობილის სტანდარტული მოდელები დაახლოებით $99,650-დან იწყება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მედისონ მიულერი